четверг, 10 июня 2010 г.

პროექტი

დედამიწა , მთვარე

პროექტის სახელი: წრეწირის მხები და მკვეთი.
მანძილის პოვნა (დედამიწიდან იმ წერტილამდე, საიდანაც დედამიწა და მთვარე ერთნაირი ზომით მოჩანს)
პროექტის მოკლე აღწერა: მოიძიონ ცნობარებში დედამიწის, მთვარის რადიუსები, E M მანძილი და შეეცადონ იპოვონ E დან იმ წერტილამდე მანძილი(მიახლოებით), საიდანაც დედამიწა და მთვარე ერთნაირი ზომით მოჩანს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს ვავალებ , მოიძიონ დედამიწის რადიუსი, მთვარის რადიუსი, მანძილი დედამიწიდან მთვარემდე, გაიხსენონ სამკუთხედების მსგავსობის ნიშნები და მოცემული ნახაზის დახმარებით იპოვონ E დან იმ წერტილამდე მანძილი, სადაც დედამიწა და მთვარე ერთნაირი ზომით მოჩანს.
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოიპოვებენ მონაცემებს (გამოიყენებენ ინფ. თექნ. საშუალებებს) განუვითარდებათ მოპოვებული ინფორმაციის საჭიროებისამებრ- ამოცანის ამოხსნის პროცესში გამოყენების უნარი.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ის ფაქტი, რომ წრეწირებით უამრავი ამოცანის მათემატიკური მოდელის შექმნა შეიძლება, უსათუოდ მოტივირებულს გახდის მოსწავლეს გაიღრმავოს ცოდნა ამ გეომეტრიული ფიგურების შესახებ. პროექტის შედეგების შემდეგ, მოსწავლეთა ჯგუფი შექმნის ბლოგს, რომელზედაც განათავსებენ კვლევის შედეგებს.
სასარგებლო სხვებისვის: მოსწავლეთა მუშაობის შედეგი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ინტერნეტ სივრცეში.
სამუშაო ენა:
ქართული
საგნებთან(საგანთა ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი) : გეოგრაფია, ასტრონომია

პროექტის ფასილიტატორი: ნინო ჯაჯანაშვილი
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: http://www.ninojaj@gmail.com/
პროექტის ვებ გვერდი: http://www.ninojaj@blogger.com/